Sunday, July 20, 2014

ქართული და დასავლური რომანტიზმი

1.პროექტის სახელწოდება : ქართული და დასავლური რომანტიზმი.
2.პროექტის მთავარი იდეა( თემა) 1–2წინადადებით:  პარალელის გავლება ქართულსა და დასავლურ რომანტიზმს შორის.
3.პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიანდასავლურ კულტურას , ისტორიას,გეოგრაფიულ მდებარეობას,რომანტიზმის  აღმოცენებასა და  განვითარებას, რის შედეგადაც განუვითარდებათ  კვლევის,ანალიზის,ინფორმაციის დახარისხების ,სინთეზირების და შეფასების უნარები, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
4.პროექტის  მიზნები: გააცნოს მოსწავლეებს გერმანული, ფრანგული და ინგლისური რომანტიზმის წარმოშობა და განვითარება. გაიღრმავონ ცოდნა. დაანახოს მათ ქართული რომანტიზმის აღმოცენების მიზეზები და  განვითარება.
5.მონაწილეთა  ასაკი: XI-კლასი 15–16 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2014 წლის ოქტომბერ–დეკემბერი.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას:        დაიწერება რეფერატები  შერჩეული ქვეყნების ლიტერატურული და კულურული ტრადიციების შესახებ, მომზადდება შესაბამისი სლაიდ – შოუები . გაევლება პარალელი ქართულ ლიტერატურულ ტრადიციებთან. მოეწყობა ექსკურსიები  ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ  ბარათაშვილის  სახლ–მუზეუმებში.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,პროექტორი, თაბახის ფურცლები, მარკერები, რუკა, ბიბლიოთეკა,ავტობუსი,მშობლები.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):1.მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და აირჩევენ სასურველ ქვეყნებს: საქართველოს,გერმანიას ,საფრანგეთსა და ინგლისს.
2.მოიძიებენ მასალებს ამ ქვეყნებში რომანტიზმის წარმოშობისა და განვითარების  შესახებ.
3.გამოყოფენ შერჩეული ქვეყნების რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელს. მოიძიებენ მის ბიოგრაფიას და ისაუბრებენ შემოქმედებაზე.
4.გაავლებენ პარალელს ქართველ რომანტიკოსებთან და დაადგენენ მსგავსება–განსხვავებას.
10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან /ეროვნულ –სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი აქვს ისტორიასთან,გეოგრაფიასთან,ქართულ ლიტერატურასთან, ხელოვნებასთან,დასავლურ ლიტერატურასთან. კავშირი ეროვნულ–სასწავლო გეგმასთან–სტანდარტი–შედეგი   თვალსაჩინოა თუ:
           ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
·                  წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნები) გადმოსცემს სათქმელს;
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·         საუბრობს  კონკრეტული თემის სპეციფიკის შესაბამისი ცნებებით, ტერმინებით, ფრაზებით, რომლებიც თავადაც კარგად აქვს გააზრებული და სხვებსაც აგებინებს (აზუსტებს, განმარტავს, პარალელს ავლებს და ა. შ.);
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.
·         ამზადებს ტექსტს წინასწარ, აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას და მოიპოვებს დამხმარე  (მაგალითად, ვიზუალურ) მასალას საპრეზენტაციოდ;
·         ძირითადი იდეისა თუ ინფორმაციის ანალიზისთვის მოიპოვებს საჭირო მასალას სხვადასხვა საშუალების (მაგ., თვალის გადავლების, ხელახალი წაკითხვის, ამონაწერების და შენიშვნების ამოკრების და სხვ.) გამოყენებით;
ქართ. XI. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.                           
·         წერილობითი ტექსტის შესაქმნელად წინასწარ მოიპოვებს დამხმარე   მასალას;
·         აყალიბებს სათქმელს თანმიმდევრობით;

11 . პროექტის ხელმძღვანელი: მედეა კალანდია
12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:medeakalandia22@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი: http://medeakalandia22.blogspot.com/


Friday, July 11, 2014

ტრეინინგის მეათე დღე





დღეს ჩვენ ვისაუბრეთ პროექტების შექმნაზე.

ვისწავლეთ სასურველი მასალის მოძებნა, გადატან ,კოპირება და  შენახვა  vord-ში ამ მასალის გადატვირთვა Blogger-ზე.







სოხუმი


ქალაქი ძველბერძნულ წყაროებში  მოხსენიებულია „დიოსკურიას“ (ბერძნ. Διοσκουριάς) სახელით, რომელსაც უკავშირებენ არგონავტთა ლაშქრობის მონაწილე ტყუპი ძმების — კასტორისა და პოლიდევკეს (დიოსკურების) სახელს. არის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც „დიოსკურია“ ადგილობრივი — კოლხური (ლაზ-მეგთურქ. Suhum), რამაც შემგდომში ფართო გავრცელება ჰპოვა სხვადასხვა ენებში, მათ შორის თავად ქართულში.



რული) წარმოშობის სახელია — „დიო-/დია-“ — დედა, ქალღმერთი, „-სკური“ — წყალი, მდინარე, ანუ „წყლის დედა/მდინარის ქალღმერთი“. ძველ ქართულ წყაროებში ქალაქი ნახსენებია როგორც „ცხუმი/ცხომი“, რაც ეტიმოლოგიურად მომდინარეობს სავარაუდოდ რცხილას (სვან. „ცხჳიმრა“, „ცხჳიმ“; კოლხ. „ცხიმური“) ან თევზის (კოლხ. „ჩხომი“) სახელებიდან. ქართული „ცხუმი-დან“ მიღებულია მისი თურქიზებული ფორმა „სუხუმ“ (

Thursday, July 10, 2014

დღევანდელი გაკვეთილის შინაარსი



         ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი გაკვეთილი.ვმუშაობდი თითქმის დამოუკიდებლად. სახალისო  და მეტად ნაყოფიერი იყო ჩემთვის გაკვეთილი.ვისწავლე post-ზე ინფორმაციის დადება. ჩემი ბლოგის დათვალიერება. ახალი ინფორმაციის დაწერა და მისი  პუბლიკაცია ,განახლება და გაუქმება. Google drive -საცავში საქაღალდის შექმნა, ამ საქაღალდეში ფაილების გადატანა, მათი დათვალიერება და წაშლა.
           დიდი მადლობა მაია მასწავლებელს!
                ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი ნახტომი.      

მედეა კალანდია

ვარ 79-ე  საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.  36  წელია  ვმუშაობ ამ  სკოლაში.  ძალიან  მიყვარს  ბავშვებთან მუშაობა. გავიზარდე პედაგოგის  ოჯახში და ბავშვობიდანვე მიტაცებდა ეს პროფესია.